როგორც კი მოკლე, დროებითი ზავი დასრულდება, შეიარაღებული ძალები განაახლებს ინტენსიურ ბრძოლას, რომელიც, სულ მცირე, 2 თვე გაგრძელდება – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„პირველი, რასაც უახლოეს დღეებში ნახავთ, ესაა მძევლების გათავისუფლება. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. რაც თქვენგან ამ შესვენებისას მოითხოვება, ესაა ორგანიზება, მომზადება, გამოკვლევა, იარაღის მომარაგება და მზადყოფნა გასაგრძელებლად”, – განუცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელელ სამხედროებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, როგორც კი “მოკლე” დროებითი ზავი დასრულდება, შეიარაღებული ძალები განაახლებს ინტენსიურ ბრძოლას კიდევ, სულ მცირე, 2 თვის განმავლობაში.
“გაგრძელება იქნება, რადგან ჩვენ უნდა დავასრულოთ გამარჯვება და შევქმნათ იმპულსი მძევლების შემდეგი ჯგუფებისთვის, რომლებიც მხოლოდ [ჰამასზე] ზეწოლის შედეგად თუ დაბრუნდებიან”, – ამბობს ის.
ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაჯიდ ალ-ანსარის განცხადებით, პარასკევს “ჰამასი” 13 მძევალს გაათავისუფლებს. მისივე თქმით, მძევლებს, რომელთა შორისაც ხანდაზმული ქალები და ბავშვები არიან, დაახლოებით, 16:00 საათისთვის გაათავისუფლებენ. იქამდე, დილის 7:00 საათიდან, ზავი ამოქვედდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს