ხელისუფლების ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი არ შეიწყალოს. 7-8 მარტის აქციების დროს დაზარებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი. სალომე ზურაბიშვილი გუშინ საჯარო განცხადებით გააფრთხილა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველძემაც. პრეზიდენტ ზურაბიშვილს კი არაერთხელ აქვს საჯაროდ ნათქვამი, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა სწორედ 7-8 მარტის აქციებმა და საქართველოს მოქალაქეების ურყევმა პოზიციამ გადაარჩინა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი