მედია: “ოცნების” პროპაგანდისტულმა არხებმა ო'ბრაიენის ვიზიტსა და ივანიშვილის სანქცირებაზე დაწერილი ნიუსები წაშალეს

“ოცნების” მთავრობის პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა – “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” ინფორმაცია, რომ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს, წაშალეს. სამთავრობო მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ო'ბრაიენსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იქნებოდა საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ კი, როგორც სამთავრობო მედია ამტკიცებდა, საპატიო თავმჯდომარე თავის გუნდის წევრებს მიმართავდა და სთხოვდა “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით პოზიციების შერბილებას. მოსაზრება თავდაპირველად სამთავრობო ექსპერტმა, ზაალ ანჯაფარიძემ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…