მეზვრიშვილი ოცნების მომხრეებს: ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა?

ოცნების მომხრეებო: 26 მაისს ზუსტად ასე ცემდნენ ხალხს. მაგ საქმეზე (ვანო მერაბიშვილის) როგორც პროკურორი გამოვდიოდი. უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, რუსთაველის კინოთეატრში ხალხი იატაკზე როგორ ეყარა და სპეცნაზი ფეხებით დადიოდა. მაშინაც სამაგალითო დასჯა იყო მიზანი და ახლაც. ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? სადაა მორალი და სამართლიანობა? გამოფხიზლდით!