სერბეთის პრეზიდენტი დმიტრო კულებას შეხვდა

სერბეთის პრეზიდენტი დმიტრო კულებას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილეთ და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შევთანხმდით. ასევე, მინისტრ კულებას იმ პრობლემებზე მივუთითე, რომლებსაც სერბეთი აწყდება, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე“, – წერს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ასევე, ალექსანდრ ვუჩიჩის ცნობით, კიევში სერბეთის ელჩი თავის თანამდებობას ძალიან მალე დაუბრუნდება.
დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგრადში სერბეთის პრემიერ-მინისტრს, მილოშ ვუჩევიჩსა და სერბ კოლეგას, მარკო ჯურიჩსაც შეხვდა. შეგახსენებთ, კიევში სერბეთის საელჩო უსაფრთხოების მიზნით 2022 წლის მარტის შემდეგ დროებით დაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი