„იმედი“ და „რუსთავი 2“ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრობენ

ტელეკომპანიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე სთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს.
რა ინფორმაციას ეყრდნობიან ეს მედიასაშუალებები, უცნობია. მათ არ დაუსახელებიათ კონკრეტული წყარო. თუმცა საპასუხოდ სამივე არხმა გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ს კომენტარი, რომელშიც ის არ უარყოფს ამ ვერსიას.
„ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური. ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთხელ არ უღალატია“, – აცხადებს .
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში დღეს, 13 მაისს, ჩამოდის. მისი ჩამოსვლა დროში ემთხვევა საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ განხილვას.
ჯიმ ო'ბრაიენი შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაკეთდება კომენტარი მედიისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“