საქართველოში მიმდინარე აქციების გამო პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო თავი შეიკავონ აქციებში მონაწილეობისგან.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიში ადგილებს და დაიცვას სამართალდამცავი სამსახურების ბრძანებები. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორიცაა და ქუთაისი“, — ნათქვამია საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
-ს განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას და დილით, როცა პარლამენტში რუსული კანონი მესამე მოსმენით, რეკორდულ დროში მიიღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, გარეთ შეკრებილი მომიტინგეებიდან 20 მათგანი დააკავეს.
დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა: ს ფედერაციის 2002 წელს დაბადებული მოქალაქე გ.ბ.; -ის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და -ის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც, უწყების ცნობით, უარი თქვა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია