დღეს, 18:00 საათზე ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართება მსვლელობა სახელწოდებით “გამოვაფხიზლოთ ვაკე”.
მსვლელობის მონაწილეები ჭავჭავაძის მხრიდან ვაკის პარკის მთავარ შესასვლელთან შეიკრიბებიან.
ამასთან ერთად, დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება. 19:00 საათზე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობით წავლენ.
“სტუდენტები ვიკრიბებით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.
ვიკრიბებით, რომ:
· ვუთხრათ – არა რუსულ კანონს!
· ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს!
· ვუთხრათ – არა ძალადობას!
· ვუთხრათ – კი ევროპას!
ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია, ვერ შეგვაშინებთ”. – წერია სტუდენტების განცხადებაში.
