სტუდენტები 30-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში გაიფიცნენ

მასშტაბურ და უწყვეტ ანტირუსულ პროტესტში ახალგაზრდები პირველივე დღიდან არიან ჩართულები. 13 მაისს, იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატებმა რუსული კანონი მესამე მოსმენით რეკორდულად მცირე დროში მიიღეს, ქვეყნის 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.
ამ დროისთვის გაფიცულია შემდეგი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაწილი:
· თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
· საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
· ალტე უნივერსიტეტი
· თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
· ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
· თავისუფალი უნივერსიტეტი
· აგრარული უნივერსიტეტი
· ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
· საქართველოს უნივერსიტეტი
· გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
· კავკასიის უნივერსიტეტი
· თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
· საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
· საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
· ალტერბრიჯი
· საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
· ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
· ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
· შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
· ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
· სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
· აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
· ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
· საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
· ევროპის უნივერსიტეტი
· კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
· სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
· სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
· საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
· აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ხელისუფლებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომელთაც ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს, გამთენიისას კი მომიტინგეთა ახალი ნაკადები შეუერთდნენ, პოლიცია წიწაკის სპრეით დასდევდა, სცემდა და აკავებდა.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ