ნიკა გვარამია – შეუძლებელია ვინმემ მოგვატყუოს, რომ ამგვარი კანონები, ისეთი ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს, ქუჩებში ახალგაზრდების ცემა-ტყეპა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარა თავსებადია ევროკავშირთან

ევროპული ინსტიტუციების და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კარი დახურულია! – ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” ლიდერმა მ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გვარამიას თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ მოხდება.
“ის თუ რას გააკეთებენ ევროპელები სანქციების კუთხით თუ ასე შემდეგ, ეს ერთი საკითხია. მე ამაზე არ ვსპეკულირებ – თვითონ ნახავთ და ამაზე განაცხადს თავად ევროპელები გააკეთებენ.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არ მოხდება – ეს არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. ევროპაში ინსტიტუციების დონეზე და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კარი დახურულია.
თუ ამ გზით სვლას გავაგრძელებთ, საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ მოხდება. შეუძლებელია ვინმემ მოგვატყუოს, რომ ამგვარი კანონები, მთავრობის ამგვარი ნაბიჯები, ახალგაზრდების ქუჩებში ცემა-ტყეპა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარა თავსებადია ევროკავშირთან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თბილისში ვიზიტით გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან, რომლებსაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის