ერთი მილიარდერის სანქცირებამ შესაძლოა მთელი ერი იხსნას – Bloomberg-ის კოლუმნისტის სტატია

Bloomberg-ზე გამოქვეყნდა გამოცემის კოლუმნისტის, წარსულში the Wall Street Journal-ის სტამბოლის ბიუროს ხელმძღვანელის, მარკ ჩემპიონის სტატია, რომელშიც ავტორი წერს, რომ “-სა და ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, შეაჩერონ საქართველოს მოქცევა პუტინის ორბიტაზე”. ამ კონტექსტში ჩემპიონი დასავლეთის მიერ ს დასანქცირების მნიშვნელობაზე წერს.
“სანქციები, რომელიც ახლა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, უკვე განიხილება ვაშინგტონში. მე, ზოგადად, არ ვარ სანქციების დიდი გულშემატკივარი. ისინი, როგორც წესი, ბლაგვი და ზანტი ინსტრუმენტებია, რომლებმაც უფრო სავარაუდოა გამოიწვიონ კოლატერალური ზიანი, ვიდრე მიაღწიონ რეალურ მიზანს. მაგრამ, თუ აშშ-ს ხაზინა და ევროპული კომისია სწრაფად იმოქმედებენ, ეს შესაძლოა იყოს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს.
ეს იმიტომ, რომ ივანიშვილის მილიარდები მისი და ქართული ოცნებისთვის კრიტიკულია. Credit Suisse-თან, რომელიც ახლა UBS Group AG-ს ეკუთვნის, გრძელვადიან დავაში მოგებული 1 მილიარდ დოლარზე მეტი ახლა პირობით დეპონირებაზე აქვს და აპელაციის გადაწყვეტილებას ელოდება. მაგრამ ივანიშვილი – რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და რომლის ქონებაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული – როგორც ჩანს, ღელავს იმ სახსრებზე, რომლებსაც სხვაგან ინახავს”. – წერს ჩემპიონი და საუბრობს პარლამენტის მიერ მიღებულ ოფშორების კანონზე, რომელსაც 3 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.
“ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი ოფიციალური პირის, რომელიც არ არის ხალხის მიერ არჩეული, აქტივების გაყინვა პირდაპირ გავლენას მოახდენს იმავე ადამიანზე, რომელიც აფინანსებს და აკონტროლებს მთავრობას. თუ ეს შეიძლება გაკეთდეს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა”. – წერს ჩემპიონი.
ამასთან, ავტორი სტატიაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 2013-2014 წლებში ში განვითარებულ მოვლენებს ადარებს და წერს, რომ საქართველო ახლა თავის “მაიდანის მომენტშია”. მისივე თქმით, ახლა არსებობს ორი კითხვა. ერთი აშშ-სა და ევროკავშირის რეაქციას ეხება, მეორე კი ადგილზე პროტესტის მონაწილეების წინაშე დგას – უნდა შექმნან თუ არა მათ “იანუკოვიჩის მომენტი” და ჩამოაგდონ მთავრობა. ჩემპიონი წერს, რომ “პირველ კითხვაზე პასუხი რთულია, თუმცა, მეორე კითხვაზე პასუხი მარტივია: არა”.
სტატიის ავტორი წერს ე.წ. ტიტუშკების თავდასხმებზე, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიასა და ქართული ოცნების ინიციატივაზეც, შეიქმნას მონაცემთა ბაზა, სადაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს შეიყვანენ.
“ეს არის შემზარავი რამ, რაც ცხადყოფს მთავრობის განზრახვას, გამოიყენოს უცხოური აგენტების კანონი ისე, როგორც ამას აკეთებს – როგორც რეპრესიის იარაღს ოქტომბრის ს წინ და არა ლობისტებისთვის გამჭვირვალობის იძულებისთვის, როგორც ეს აშშ-შია. თუმცა, უფრო ფართო კონტექსტში, პროცესები ყველაზე მეტად რეზონირებს უკრაინასთან და, ამავე თვალსაზრისით, ყველაზე შემაშფოთებელია”. – წერს ჩემპიონი.
ავტორის თქმით რუსული კანონი ერს განადგურებით ემუქრება. მისივე აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ჯარი თბილისიდან სულ რაღაც 56 კილომეტრში დგას, უკრაინის ომის მიუხედავად, არ არის პროგნოზირებადი რა შეიძლება იყოს პუტინის პასუხი საქართველოში კიდევ ერთ პროდასავლურ “გადატრიალებაზე”, ამიტომ მომიტინგეები ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაზე უნდა ფოკუსირდნენ.