ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობიდან სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობიდან სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით გადაინაცვლეს და უნივერსიტეტის რექტორ მერაბ ხალვაშთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებს სურს, რომ მერაბ ხალვაშისგან პოზიცია მოისმინონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ახლა ჩვენ ვეცდებით, რექტორთან შესვლას. ვითხოვთ პოზიციის დაფიქსირებას. ყველამ ერთად ვუთხართ რას ფიქრობენ მისი სტუდენტები. აქ ვიმყოფებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია. საქართველოს გაუმარჯოს”, – განაცხადეს აქციაზე მყოფმა სტუდენტებმა.
აქციაზე ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…