საია პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ეფექტიან გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დღეს, 13 მაისს, პოლიციელების მხრიდან ანტირუსული აქციების მონაწილე აქტივისტებზე ძალადობა ეფექტიანად უნდა იყოს გამოძიებული.
„ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით,“ — აცხადებს საია.
ორგანიზაცია მიმართავს:
· შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა;
· სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე.
საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
შსს-ს განცხადებით, 13 მაისს გამთენიისას და დილით, როცა პარლამენტში რუსული კანონი მესამე მოსმენით, რეკორდულ დროში მიიღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, გარეთ შეკრებილი მომიტინგეებიდან 20 მათგანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ