ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება – წამლებს სახელმწიფო პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს

ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები განახევრდება – ჯანდაცვის სამინისტრომ წამლის მწარმოებელ კომპანია Roche-სთან მემორანდუმი უკვე გააფორმა. უწყება ინოვაციურ ონკოლოგიურ წამლებს პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს და პაციენტების საჭიროებას სრულად დაფარავს.
პირდაპირი წესით მედიკამენტების შეძენით, სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, მკურნალობა მეტ პაციენტს დაუფინანსოს და დაფინანსებული წამლების რაოდენობაც გაუზარდოს. ჯანდაცვის სამინისტროში მემორანდუმის გაფორმებას შვეიცარიის კონფედერაციის ელჩიც ესწრებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროცესს წამლების პირდაპირი გზით შესყიდვა სრულად უზრუნველყოფს. ონკოლოგები ამბობენ, რომ დღევანდელი შეთანხმებით პაციენტები მაღალხარისხიანი მედიკამენტებით მკურნალობას, დანახარჯის გარეშე შეძლებენ.
წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პრეპარატებზე ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 3200-ზე მეტ მედიკამენტზე კი ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60%-ით შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა