საკრედიტო ბარათების რაოდენობა 7%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 528 006 ერთეული შეადგინა, რომლის 23%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათი, ხოლო 13%-ი Mastercard-ია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 123 291 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 66 139 ერთეულს. ხოლო 528 006 ერთეული საკრედიტობარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
გარდა ამისა, 2024 წლის მარტში 2023 წლის მარტთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 14%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 30%-ით.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარტში თებერვალთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 0.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2023 წლის მარტთან შედარებით კი 7%-ითაა შემცირებული.