წყალმომარაგება შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონში, არჩილ მეფის ქუჩის N 12 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12/05 18:30-დან 13/05 04:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
დიდი დიღომი, მე- 4 მკ/რ ,N 5 -15 , არჩილ მეფის და ბაგრატ მესამის ქუჩებს.
სამგორის რაიონში, სოფ. ნასაგური, ნაძვების ქუჩის N7 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12/05 15:00-დან 13/05 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
სოფ. ნასაგურს და სოფ. წინუბანს.
საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, მაქს ტილკეს ქუჩის N4ა თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:10-დან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, ჰუგო ჰუბერტის, იაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, კრისტიან სტივენის, შერმადინის ქუჩებს. აღნიშნულ არეალს დაემატა: ბარონ დებაი, ტიმოთე ბელოი, არქანჯელო ლამბერტი, ჰაინრიხ კლაპროთი.
გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა ქუჩის N1ბ თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:40-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გმირ კურსანტთა 1 შესახვევს.
ვაკის რაიონში, წყნეთი, გიორგი შერვაშიძის 3 ჩიხი N6 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:30-დან 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წყნეთში „ა“ ზონა, ამილახვრის N27, N29, შერვაშიძე, ვაშლის ბაღები, ალუბლების, გოგებაშვილი, ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა, გრიშაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ