ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა.
სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა დღეს აუდიტორიებში შესვლაზე უარი თქვეს და საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ. სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აუდიტორიებში არ შევლენ, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება.
ახალგაზრდები არ გამორიცხავენ, მათ პროტესტს ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილიც შეუერთდეს.
სტუდენტები მსვლელობით მერიის შენობასთან გადასვლას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ