ყველა სამთავრობო ვებგვერდი იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ – Anonymous

„ყველა სამთავრობო ვებგვერდი იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ“, – ამის შესახებ მსოფლიოს უმსხვილესი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-მა წუხელ გვიან ღამით დაწერა და სამთავრობო ვებგვერდების გათიშვით დაიმუქრა.
„პუტინის მარიონეტ ხელისუფლებას მძიმე ღამე ექნება. ყველა სამთავრობო ვებგვერდი იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ“, – წერს Anonymous.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისის ღამე, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ღამეს ათევდნენ. პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ „რუსული კანონს“ მესამე მოსმენით 67 წამში დაუჭირა მხარი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის] პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა ხვალ, 14 მაისს იქნება.