ომბუდსმენი პოლიციელების მიერ მომიტინგეთა ცემის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებსა და მომიტინგეთა მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას ეხმაურება. იოსელიანი მოუწოდებს -ს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.
„სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე.
ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ,“ — წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ხელისუფლებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეებს პოლიცია წიწაკის სპრეით დასდევს, სცემს და აკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება