თეონა აქუბარდია – წუთნახევარი დასჭირდათ „რუსული კანონის“ მისაღებად – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არ დატოვებს

ზუსტად წუთნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ მიეღოთ – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
მისივე თქმით, ის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მოკლე დროში მიიღო, „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას აჩვენებს.
„ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, იმგვარ დემოკრატიას, რომლითაც ევროპას გააოცებდა, ნამდვილად შეასრულა. კანონი შემოიტანა, რომელიც ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ზუსტად 09:01 საათზე, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები შედიოდნენ დარბაზში და ჩვენც [ოპოციზია] ვაპირებდით შესვლას, კომიტეტის სხდომა დაასრულეს. ზუსტად წუთ-ნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ „რუსული კანონი“ და სწორედ ესეც აჩვენებს „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას, რომ საქართველო აქციოს ს გავლენის ქვეყნად, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოში არავინ შეეგუება და არ დაუშვებს. წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – პირველი მესიჯი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს – მეორე მესიჯი: პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის