ირაკლი კუპრაძე – ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტთან – ათი ათასობით მოქალაქემ გაათენა ღამე საქართველოსთვის იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი

ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის შენობასთან – ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ და ახალგაზრდამ გაათენა ღამე საქართველოსთვის იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის პასუხი.
„ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის შენობასთან. ვხედავთ წარმოუდგენელ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მოქალაქეებზე, რომლებიც უბრალოდ სვამენ შეკითხვას მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური დავალება, რომელზეც პასუხისმგებელია გომელაური, ივანიშვილი და ხელისუფლება სრულად. ერთადერთი რამ, რაც დღეს ხელისუფლებას დარჩენია, არის ის, რომ ფიზიკურად იძალადოს თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამით ვერავის შეაშინებენ! გუშინაც ძალიან მრავალრიცხოვანი აქცია ვიხილეთ, დღესაც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ და ახალგაზრდამ გაათენა ღამე საქართველოსთვის, იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი. მოგმართავთ თქვენ, პოლიციელებო და რობოკოპებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასრულებთ დავალებებს ზემდგომების მხრიდან, ზემდგომები დაისჯებიან, მაგრამ დაისჯებით თქვენც! მოხდება თითოეული თქვენგანის იდენტიფიცირება იმ უკანონო დავალებების შესრულებისთვის და აუცილებლად, თითოეული თქვენგანი აგებთ პასუხს! რაც შეეხება სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი არის „ოცნების“ მაშველი რგოლი, რომელიც ყოველთვის დაგვიანებით შუაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მაშინ, როცა 10 „რობოკოპი“ ერთ ადამიანს ურტყამს, ფიზიკურად უსწორდება, ფეხებით თელავენ წაქცეულ ადამიანს, საუბრობს ორმხრივ პასუხისმგებლობაზე. მსგავსი სახალხო დამცველი ამ ქვეყანას არც ერთი ხელისუფლების დროს ჰყოლია. ეს ბოლო პერიოდი, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი არ არის სახალხო დამცველი, ის არის ხელისუფლების დამცველი და ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი. ყველა „რობოკოპი“, პოლიციელი, მაღალი თანამდებობის პირი თუ ე.წ სახალხო დამცველი, აგებს პასუხს, ზოგი სამართლებრივად, ზოგი მორალურ და ზოგიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს. ჩვენი სახელმწიფოს უბედურება იყო ის, რომ ყოველთვის, როცა ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ფიქრობდნენ იმაზე, რომ არ მოეთხოვებოდათ პასუხი წარსულისთვის. ასე აღარ უნდა მოხდეს! ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის პასუხი”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!