იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის III მოსმენას გეგმავს

13 მაისის 09:00 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე იგეგმება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ III მოსმენა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
აღნიშნული კანონპროექტი, რომელსაც ე.წ რუსულ კანონად მოიხსენიებენ, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.კანონის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორებიც. უკვე გაკეთდა არაერთი მკაცრი განცხადება ევროკავშირისა და -ის მხრიდან.