ლიეტუვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გიტანასა ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან

ლიეტუვის საპრეზიდენტო ს პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ 50%-იან ბარიერს ვერ მიაღწია.
მედიის ინფორმაციით, წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაუსედა ხმების 44.4%–ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა, რომელსაც მხარი ამომრჩევლების 19.3%-მა დაუჭირა. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გიტანას ნაუსედა და ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით