საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს – ტერიტორია სპეცრაზმს უკავია

საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გადაიყვანეს.
იქამდე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს 5 წუთი მისცეს ტერიტორიის დასატოვებლად.
ჩიტაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია. სამართალდამცველებმა დაიკავეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერიც.
ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩის მომიტინგეებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანია, დილას პარლამენტში არ შეუშვან უმრავლესობის წევრი დეპუტატები. დღეს “ქართულ ოცნებას” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა აქვს დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება