ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს პარლამენტის შენობასთან მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავებისკენ მოუწოდეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე – „გაათენე საქართველოსთვის“ – ორგანიზატორებმა, პარლამენტის შენობის წინ ტრიბუნიდან დემონსტრანტებს მოუწოდეს, გადაინაცვლონ შენობის უკან.
„ყველას გთხოვთ, გადავინაცვლოთ პარლამენტის უკან და დავიკავოთ მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა იწყება ყველაფერი. გაუმარჯოს საქართველოს და გელოდებით პარლამენტის უკან“, – მიმართა აქციის მონაწილეებს „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.
„ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ზიბზიბაძემ დემონსტრანტებს მიმართა: „9 აპრილის ქუჩით ავდივართ პარლამენტის უკან. ჩვენი მეგობრები არიან იქ გამაგრებულები და შევუერთდეთ…“
უკვე მე-7 საათია, პარლამენტის წინ მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
დილით აქციის მონაწილეები გეგმავენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე.
სწორედ, ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით