გვარამია: …რაც არ უნდა ილაპარაკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ვფლობ ჩინურ ენას

ვერავინ გვისაყვედურებს ვერც მორალურად, ვერც პოლიტიკურად და მითუმეტეს ვერც სამართლებრივად, რაც არ უნდა ილაპარაკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ვფლობ ჩინურ ენას , – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელ განცხადებას.

გვარამიას თქმით, სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა გამართლებული და საჭიროა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველა კანონიერი, კონსტიტუციური და კონვენციური გზა გამართლებული და საჭიროა. ვერავინ გვისაყვედურებს ვერც მორალურად, ვერც პოლიტიკურად და მითუმეტეს ვერც სამართლებრივად რაც არ უნდა ილაპარაკოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ისე ფლობს სამართლებრივ განზომილებებს, როგორც მე ვფლობ ჩინურ ენას. ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილებებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ერთდროულად. ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის გადარჩენას“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, არ აღელვებს რას იტყვის ვახტანგ გომელაური, რადგან ის დანაშაულის გარეშე ციხეში მაინც მოხვდა.

„საერთოდ არ მაღელვებს რას იტყვის გომელაური. იმიტომ, რომ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და დანაშაულის გარეშე ციხეში მაინც მოვხვდი. რა მნიშვნელობა აქვს გომელაური რას ფიქრობს – კანონიერი იქნება თუ არა ჩემი ქმედება. დასჭირდებათ – მაინც მოვხვდები ციხეში, კანონიერების მიუხედავად. ამიტომ, მე თვითონ გადავწყვეტ ჩემი სამართლებრივი სტატუსი რის უფლებას მაძლევს – შეაფასოს გომელაურმა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით