“გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება” – შს მი­ნის­ტრის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურის განცხადება

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, ის საზოგადოებას აფრთხილებს:

“სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბა, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა ან შე­ეძ­ლო შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა ამ ობი­ექ­ტის ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 4 წლამ­დე.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ეხ­სე­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

ამას­თან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ანი­ჭებს უფ­ლე­ბას, მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო, პრო­პორ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ძა­ლა­დობ­რი­ვი და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შეკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბით, ისე ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ და­გეგ­მი­ლია, მომ­დევ­ნო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეკ­რე­ბამ მი­ი­ღოს ძა­ლა­დობ­რი­ვი და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხა­სი­ა­თი, მათ შო­რის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სცა­დონ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბლო­კი­რე­ბა და ხელი შე­უ­შა­ლონ შე­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეს­ვლას, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გვსურს გა­ვა­კე­თოთ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბა, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა ან შე­ეძ­ლო შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა ამ ობი­ექ­ტის ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 4 წლამ­დე.

გა­სულ წლებ­ში, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად ლო­ი­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ მუხლთან მი­მარ­თე­ბით, რა­მაც, რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, ეს მუხ­ლი კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვე­ბის მი­მართ პრო­პორ­ცი­უ­ლად ავა­მოქ­მე­დოთ და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლი ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე ავა­მოქ­მე­დოთ.

მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სხვა შიდა და გარე სუ­ბი­ექ­ტე­ბი აქე­ზე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, ჩა­ი­დი­ნონ და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის­თვი­საც მკაც­რი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლი არაა, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე თუ უცხო­ე­ლი გახ­დეს მკაც­რი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ობი­ექ­ტი. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­იც­ვას სა­მარ­თლი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვას სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბით უპა­სუ­ხოს.

გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სხვა შიდა და გარე სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ და­გეგ­მილ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­დან აი­ცი­ლებს მკაცრ სას­ჯელს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უშიშ­რო­ე­ბი­სა და წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი”