მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა რეალურად აღიარა, რომ მმართველი გუნდის დამხობა უნდა.

„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია – ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო – ეს თქვა ფაქტობრივად.

P. S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია?მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, პრეზიდენტმა…“- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?