პრეზიდენტი: კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის… ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში რომ გავაპატიოსნო ეს კანონი

“გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა მსოფ­ლი­ოს და გვიჩ­ვე­ნა ჩვენ, ყვე­ლას ძლი­ე­რად, მშვი­დო­ბი­ა­ნად,და­მა­ჯე­რებ­ლად, რომ არ და­უშ­ვებს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბას, რომ არ და­უშ­ვებს „რუ­სულ კა­ნონს“. ეს არის და ეს, ამას ვე­რა­ფე­რი ვერ შეც­ვლის, ვე­რა­ნა­ი­რი გათ­ვლა თუ გა­დათ­ვლა”, – ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, როცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვი­თომ მა­ღა­ლი IQ-თი ით­ვლი­ან და ვე­ღარ ით­ვლი­ან, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. არა­ფე­რი დათ­ვლა არ არის სა­ჭი­რო. ყვე­ლას წი­ნა­შე წარ­სდგა ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ამ­ზა­დებს ხვა­ლინ­დელ დღეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი მხრი­დან აჩ­ვე­ნა დაბ­ნე­უ­ლო­ბა.

აჩ­ვე­ნა, რომ არ აქვს ამ რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხის წი­ნა­შე არა­ნა­ი­რი სტრა­ტე­გია, თუ არა ის, რაც ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახა­სი­ა­თებს, როცა უკვე მას ხალ­ხის ნდო­ბა აღარ აქვს“,- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

“გინ­დათ რამე შეც­ვა­ლოთ ამ კა­ნონ­ში? – თქვე­ნი ნე­ბაა: ან გა­იწ­ვი­ეთ ან და­აბ­რუ­ნეთ პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზე და მო­უს­მი­ნეთ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­ღაც შე­ნიშ­ვნებს და ცვლი­ლე­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს, უცებ გა­ახ­სენ­დათ პრე­ზი­დენ­ტი და მისი ვეტო. პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­საც პრე­მი­ერ­მა მო­ღა­ლა­ტე ეძა­ხა სა­კუ­თა­რი ჯა­რის წი­ნა­შე. ამა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. ამ პრე­ზი­დენტს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ „მო­დით ახლა ვეტო წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეთ, შიგ რა­ღა­ცე­ბი ჩა­წე­რეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგ­რამ სხვე­ბი და­გი­წე­რენ, ან უცხო­ე­ლე­ბი ან აქა­უ­რი „ენ­ჯე­ო­ე­ბი“, წარ­მოგ­ვი­დი­ნეთ და შე­იძ­ლე­ბა დავ­ფიქ­რდეთ“ – იფიქ­რეთ თქვენ და იყა­ვით!. მე ნამ­დვი­ლად წარ­მო­ვად­გენ ვე­ტოს, მაგ­რამ არ­ცერთ ასეთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში არ შე­ვალ და თა­მაშს არ და­ვი­წყებ. რა­მე­თუ ამას აქვს მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი – ეს არის რომ ხალ­ხში გა­უ­გებ­რო­ბა და დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნოს. გინ­დათ რამე შეც­ვა­ლოთ ამ კა­ნონ­ში? – თქვე­ნი ნე­ბაა, ან გა­იწ­ვი­ეთ ან და­აბ­რუ­ნეთ პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზე და მო­უს­მი­ნეთ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­ღაც შე­ნიშ­ვნებს და ცვლი­ლე­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. ან მარ­ტი­ვად, თქვენ თვი­თონ გა­და­ი­ტა­ნეთ ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვადა 1-ელი ნო­ემ­ბრის­თვის, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვინც მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ის გა­და­წყვეტს ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია თუ რა­ღაც სხვა კა­ნო­ნე­ბის გა­დამ­ღე­რე­ბა. ჩემი იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ, რომ ამ თა­მაშ­ში შე­ვალ და ამ კა­ნონს გა­ვა­პა­ტი­ოს­ნებ. არა, ეს არის რუ­სუ­ლი, დარ­ჩე­ბა რუ­სუ­ლი და თქვენც ამ კა­ნონ­თან ერ­თად“, – გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.