დღეს თქვენ წინაშე პირველ სპიკერად და მთავარ გმირად დღევანდელი დღის უნდა იდგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ვარდების რევოლუციის, ქართველ ხალხთან ერთად, მთავარი გმირი, მთავარი სულის ჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი. სწორედ ამიტომ დაატყვევა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ვარდების რევოლუციის იდეებისთვის და სწორედ ვარდების რევოლუციის მიღწევებისთვის, ამიტომ იმყოფება ის დღეს საპყრობილეში. ამ სულის შემძვრელ უსამართლობას ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და ის დროულად უნდა დავასრულოთ. მე მჯერა, რომ ძალიან მალე ეს მოხდება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ვარდების რევოლუციას.
თქვა თინა ბოკუჩავამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ენმ-ს ღონისძიებაზე. პარტიის შეკრება “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაზე ენმ-ს გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს და პარალელურად პარტიის სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.