BSU-ს სტუდენტები “რუსული კანონის” წინააღმდეგ გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სტუდენტები “რუსული კანონის” გაპროტესტების მიზნით, გაიფიცნენ და პეტიცია გამოაქვეყნეს, რომლის შევსებით, სტუდენტები გაფიცვას შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“გაფიცვა! ბსუ-ს სტუდენტები, რუსული კანონის წინააღმდეგ!
ჩვენ, ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე.
ამ განცხადებით ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას ამ ისტორიულ პროცესში და ვუერთდები გაფიცვას”,- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.