“სოლიდარობა ჩვენს ძმებსა და დებს!” – პროტესტს GAU-ს სტუდენტებიც უერთდებიან

დღეს, როგორც საქართველოს მოქალაქეები და სამართლიანობის მომხრეები, ხმას ვიმაღლებთ ს მჩაგვრელი კანონის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. ბოლო საპროტესტო აქციები არ არის მხოლოდ ცვლილებების ძახილი, ისინი მოწმობენ ჩვენი ურყევი სულისა და ჩვენი უფლებების დასაცვის შესახებ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს მშობლებს , რომლებიც ქუჩებში სამართლიანობისთვის დგანან. მათი ყოველი ნაბიჯი წარმოადგენს ჩვენს კოლექტიურ სურვილს უკეთესი მომავლისთვის, ძლიერი და ევროპული ქართული სახელმწოფოს შენებისთვის და რუსული გავლენებისგან სამუდამოდ გათავისუფლებისთვის. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, სასწავლო დაწესებულებას და საქართველოს მოქალაქეს შემოგვიერთდნენ ამ კეთილშობილურ საქმეში. მოდით გავერთიანდეთ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და უზრუნველვყოთ ნათელი ხვალინდელი დღე მომავალი თაობებისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი! არა რუსულ კანონს!, – ნათქვამია განცხადებაში.