,,იმედი მაქვს, საუბარი იქნება საქართველო-აშშ-ის დაახლოებაზე, არა დაშორებაზე ხელოვნურად” – კობახიძე ო’ბრაიენის ვიზიტზე

მე იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი იქნება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოებაზე, არა დაშორებაზე ხელოვნურად, არამედ დაახლოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს სწორედ ასეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია.
„თქვენ იცით, რა არის ჩვენი მოწოდებები ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაცია, ვიზალიბერალიზაცია, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა. იმედი გვაქვს, რომ ასეთ თემებზე იქნება საუბარი ამ ვიზიტის დროს. რა თქმა უნდა, ეს დააახლოებს ორ ქვეყანას ერთმანეთთან. თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს სწორედ ასეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და იმედია ასეთი ტიპის გზავნილებით ჩამოდის საქართველოში ბატონი ო’ბრაიენი.
სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს გამოხატული კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. ასეთი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა სწორედ ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ენთუზიაზმი, მოწოდებები, თუმცა იქიდან ვერ ვიღებთ შესაბამის პასუხს, რაც ძალიან სამწუხაროა. სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ ქმედებებში, თუმცა უკვე ამდენი წელია არც ვიზალიბერალიზაციაზე მიდის საუბარი, არც თავისუფალ ვაჭრობაზე, არც პირდაპირ ფრენებზე, რაც არ შეესატყვისება სტრატეგიული პარტნიორობის ბუნება”, – განაცხადა მ.