პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ

ჩვენგან გამოვლენილია მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება და ეს ინიციატივაც [დისკუსიის გამართვა] ამის გამოხატულებაა – მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციას, კობახიძის თქმით, მათ დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ზუსტად ასევე ეშინიათ, რადგან „კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც შეუძლებელია“.

„ჩვენ ვგულისხმობთ უცხოელ პარტნიორებთან დისკუსიას, რაზეც საუბარი მქონდა ევროკავშირთან და ეუთოსთან. ანუ, მათთან დისკუსიისთვის მზად ვართ.

რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს აბსოლუტურად გასაგებია – დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ მათ, დღესაც ზუსტად ასევე ეშინიათ. რადგან სინამდვილეში კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც შეუძლებელია, როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – წელიწადში ერთხელ NGO-ების მიერ დეკლარაციის ჩაბარებას. აქ რა შენიშვნა უნდა წარმოადგინონ, მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, ამიტომ გაურბიან თუნდაც ვეტოზე საუბარს. ჩვენგან გამოვლენილია მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება და ეს ინიციატივაც ამის გამოხატულებაა. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – დანარჩენი ვნახოთ“, – აღნიშნა მ.

კითხვაზე, რა იქნება მთავარი არგუმენტი, რაც რწმენას აძლევთ, რომ ოპონენტების და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას შეძლებს კობახიძემ უპასუხა, რომ „მთავარი არგუმენტი არის, რომ კანონი კარგია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს