კობახიძე: ვთხოვ სამართალდამცავებს, ძალადობაზე იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით

გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ.
მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობრივი ქმედებებისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასტანავე, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გაოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობასა და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით.
სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ძალადობის მასშტაბის და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ.