“რეალის” გამო ზღაპრულ წინადადებაზე უარი თქვა – ფაბრიციო რომანომ ფრანგის ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ “პარი სენ ჟერმენის” შემტევმა კილიან მბაპემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს შეიცვლის.
კილიანს არ დაუსახელებია, თუ სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა ევროპული წამყვანი გამოცემების ცნობით, მბაპე “რეალს” შეუერთდება და 25 წლის შემტევმა “სამეფო კლუბთან” პირადი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს:
“მბაპეს არასდროს სურდა, რომ კარიერა პრემიერლიგაში გაეგრძელებინა. გასულ ზაფხულს კილიანმა დან მიიღო შემოთავაზება, სადაც ყოველწლიურად ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს მიიღებდა, ფრანგმა წინადადება იუარა,
რადგან არ სურდა, რომ ფლორენტინო პერესისთვის იმედები მეორედ გაეცრუებინა, როგორც ეს 2022 წლის ზაფხულში გააკეთა”, – განაცხადა რომანომ.
ბოლო ინფორმაციით, “რეალი” მბაპეს შეძენას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაადასტურებს, ამ ტურნირზე “სამეფო კლუბი” “დორტმუნდს” 1-ელ ივნისს დაუპირისპირდება.