უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილისა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
პროკურატურა აბაშიძესა და იაშვილს სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავება. გარდა ამისა, უჩა აბაშიძეს, დამატებით, ბრალი წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით.
სასამართლო სხდომის დიდი ნაწილი დახურული იყო. პროკურატურამ დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზეც მოაწერინა ხელი. შესაბამისად, საქმის სხვა დეტალები, გარდა იმისა, რასაც თავად სახელმწიფო ბრალდება ავრცელებს, ამ ეტაპზე უცნობია.