ისრაელში აცხადებენ, რომ ზავი არ არის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასასრული

ისრაელის დიასპორის საკითხებსა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის მინისტრი ამიჩაი ჩიკლი, რომელიც პრემიერ მინისტრ ს პარტიის წევრია, მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას გამოეხმაურა და BBC Newshour-თან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს „ ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულებას.
„ეს მხოლოდ პაუზაა. ჩვენ არ ვაპირებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულებას,“ – აცხადებს მინისტრი.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ისრაელმა განიხილოს ზავის გახანგრძლივება მეტი მძევლების სანაცვლოდ, მან თქვა, რომ ისრაელს არ აქვს ნდობა, რომ „ჰამასი“ დათანხმდება შეთანხმების გაგრძელებას.
„ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ვიხილავთ ჩვენს 13 კაცს, ქალს და ბავშვს, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, სკეპტიკურად ვართ განწყობილი“, – აცხადებს მინისტრი.
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება