შალვა პაპუაშვილი – არც აშშ-ს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ, მათი გავლენა საქართველოში გამჭვირვალე იყოს, ამას ვხედავთ და ეს სამწუხაროა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ სურთ, რომ მათი გავლენა საქართველოში გამჭვირვალე იყოს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის სურვილი და წუხილი ამერიკული და ევროპული ფულის „უჩუმრად“ ხარჯვის თაობაზე, ვხედავთ, რომ დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება მიმდინარეობს.
„რა უნდა იყოს დასამალი. კრიტიკული მოსაზრებები რომ გვესმის, მგონი, ყველა ხვდება. საქმე იმაშია, რომ უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობა უცხო ქვეყნების ინტერესებში არ შედის, ეს ხომ ბუნებრივია. ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესით მისაღები კანონი. უცხო ქვეყნებს რომ არ აქვთ ინტერესი, მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე, ეს ბუნებრივია. არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ, რომ მათი გავლენა საქართველოში იყოს გამჭვირვალე, ამას ჩვენ ვხედავთ და ეს არის სამწუხარო.
რაც შეეხება კონგრესმენების წერილს და სხვა განცხადებებს, ნაცვლად იმისა, რომ კონგრესმა „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ ხარჯების გამჭვირვალობა უზრუნველყოს, რომელიც ფარულად საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს, ვხედავთ, პირიქით ხელს აფარებენ. ამ შემთხვევაში, [ხელს აფარებენ] ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფარულ ხარჯვას საქართველოში და კრიტიკას გამოთქვამენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელსაც სურს, იცოდეს რაში იხარჯება ამერიკული ფული საქართველოში. ისევე, როგორც უნდა იცოდეს რაში იხარჯება ევროპული ფული საქართველოში. ცოტა აბსურდული მდგომარეობაა: ნაცვლად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის სურვილი, წუხილი, რომ მათ ქვეყანაში ამერიკული და ევროპული ფული შემოდის და უჩუმრად იხარჯება პოლიტიკურ აქტივობებში – ეს წუხილი გაიგონ და უზრუნველყონ ფონდების გამჭვირვალობა, ვხედავთ, რომ არის დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება, ამ კანონის წინააღმდეგ, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში რაღაც ისტერია დაითესოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები იქნება თუ სხვა ჯგუფები, რომელიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის უფლებას, რომ იცოდეს თუ რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში, სინამდვილეში არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები საქართველოში.
„სინამდვილეში საკითხი არის მარტივად, ეს კანონი უცხო ქვეყნების გავლენის გამჭვირვალობას ეხება. შესაბამისად, აპრიორი ეს უცხო ქვეყნების ინტერესში არ შედის. ამავე დროს, შესაბამისად, ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ უცხო ქვეყნების გავლენა გამჭვირვალე იყოს. ამიტომ ის ვინც ამ კანონს არ ემხრობა სინამდვილეში ის დგას უცხო ქვეყნების ინტერესების მხარეს იმისათვის, რომ უცხო ქვეყნების გავლენა არ იყოს გამჭვირვალე საქართველოში, ამიტომ ოპოზიციური პარტიები იქნება თუ სხვა ჯგუფები, რომელიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის უფლებას, რომ იცოდეს თუ რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში, სინამდვილეში სწორედ, არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები საქართველოში. რა თქმა უნდა, ყველაფერს შეეწინააღმდეგებიან მანამ, სანამ უცხო ქვეყნები, რომლებიც სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას უწყობენ ხელს არ ეტყვიან მათ რას დათანხმდნენ და რას არ დათანხმდნენ. ისინი მოქმედებენ სრულად გარედან კარნახით. ამიტომ მე ოპოზიციური პარტიებისგან რაიმე იმედი არ მაქვს, უფრო შეიძლება უცხოურმა აქტორებმა თუ რაიმე აქვთ სათქმელი ამ კანონთან დაკავშირებით, ეს სათქმელი გვითხრან და მოვუსმენთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება