საკითხი არა ერთ კანონს, არამედ საქართველოს მიმართულებას ეხება – საშა ტერნესი “რუსულ კანონზე”

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელმძღვანელი, საშა ტერნესი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან დაშორება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს დააზიანებს.
როგორც საშა ტერნესმა BMG-ის ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განუცხადა, არსებული ვითარება არაერთ ინვესტორს აშფოთებს და უკვე აღარ არიან დარწმუნებულნი, სურთ თუ არა საქართველოში ინვესტირება.