უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა.
ამის შესახებ უჩა აბაშიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სავარაუდო დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ისაუბრა დღევანდელ პროცესზე უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმაც.
მისი განმარტებით, იყო ძალით შებოჭვის, ხელების გადაგრეხისა და ტელეფონის წართმევის მცდელობა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამო, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დღევანდელი პროცესი დახურა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. -ის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. უწყების ცნობით,
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ