ფულის გათეთრება და იარაღით ვაჭრობა – აშშ-ში ქართული თავდაცვის შპს-ს დირექტორი დააკავეს

2024 წლის 15 აპრილს ნიუ-იორკში ფულის გათეთრების განზრახვის ბრალდებით დააკავეს ქართული თავდაცვის საწარმო დელტა CAA-ის ერთ-ერთი დირექტორი, სა და საქართველოს მოქალაქე იოჰანან ელიგულა. ფულის გათეთრების გარდა, სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, დაკავებული საბრძოლო მასალების გაყიდვასაც ცდილობდა. ელიგულას თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
დანაშაული
2024 წლის 17 აპრილს ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის პროკურორმა და FBI-ის ლას-ვეგასის საველე ოფისის მთავარმა სპეციალურმა აგენტმა გამოაცხადეს, რომ დააკავეს იოჰანან ელიგულა და მისი ვაჟი, დავით ელიგულა. როგორც -ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, იოჰანანი საქართველოს მოქალაქეა.
განცხადებისა და სასამართლო მასალების მიხედვით, FBI-ის გადაცმული აგენტები ელიგულას ფულის გათეთრების თხოვნით დაუკავშირდნენ. ისინი თავს კარტელების წარმომადგენლებად ასაღებდნენ და ელიგულას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თანხა ნარკოტიკებით ვაჭრობით იყო ნაშოვნი. ბიზნესმენს ფული კრიპტოვალუტის დახმარებით უნდა გაეთეთრებინა და სანაცვლო ანაზღაურებაც მიეღო. ფულის გათეთრების გარდა, ელიგულა გადაცმულ აგენტებს საბრძოლო იარაღის, მათ შორის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების მიყიდვას სთავაზობდა. ბიზნესმენი ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო 2022 წლის ივნისიდან.
გასათეთრებელ ფულს, რომელიც ჯამში 500 000 დოლარს აღემატებოდა, იოჰანანის შვილი, დავითი იღებდა. ელიგულა კარტელის წარმომადგენლებს (სინამდვილეში FBI-ის გადაცმულ აგენტებს) ჰპირდებოდა, რომ დღეში 1 მილიონი დოლარის გათეთრება ისე შეეძლო, რომ “ბანკი არანაირ კითხვას დასვამდა”. მანამ, სანამ ელიგულა ფულის გათეთრების პროცესს დაიწყებდა, მან პირებს, რომლებიც კარტელის წევრები ეგონა, ჰკითხა, იყო თუ არა ეს ფული ნარკოტიკების ვაჭრობის გზით ნაშოვნი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. გადაცმულმა აგენტებმა დაამატეს, რომ მათ “საქმე კოლუმბიელებთან ჰქონდათ”.
ამას გარდა, ელიგულამ გადაცმულ აგენტებს იარაღის მიყიდვა შესთავაზა და დაიტრაბახა, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში თავდაცვის ინდუსტრიის ნაწილს აკონტროლებდა. სასამართლოს მასალებში ქვეყნის სახელი დამალულია, თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოზე უნდა იყოს საუბარი.

ვრცლად იხილეთ tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე