ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარიელი Nemo გახდა

შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზია 2024. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. ის გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯმურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი.
Nemo-ს მაქსიმალური, 12 ქულა მიანიჭა საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმაც.
ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გავიდა საქართველოს წარმომადგენელი. ფინალურ კონცერტზე კი ნუცა ბუზალაძემ, 34 ქულით (19 – მაყურებლის, 15 – ეროვნული ჟიურის), 21-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოდან მაყურებლის მიერ მიცემული ქულები ასე გადანაწილდა:
· 12 –
· 10 – სომხეთი
· 9 –
საქართველოში ევროვიზიის კონცერტი პირდაპირ ეთერში „პირველმა არხმა“ გადასცა.
2025 წელს ევროვიზია შვეიცარიაში გაიმართება.
ფორუმი