აზაროვი და გოჩოლეიშვილი “შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურში „შახტარმა“ უახლოესი მდევარი ს „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.
„შახტარმა“ ზედიზედ მეთხუთმეტე გამარჯვება მოიპოვა და მეთხუთმეტედ დაეუფლა ოქროს მედლებს.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა 71-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო.
„შახტარი“ 15 მაისს, თასის ფინალში, როვნოში „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.
შახტარი – დინამო 1:0
გოლი: სუდაკოვი (33, პენ)
გაძევება: ეგინალდუ (90+5, შახტარი)