მიხეილ სარჯველაძე – ლუქსემბურგის და სტრასბურგის სასამართლოები ამბობენ, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი NGO-ების დაფინანსების შესახებ – ამ უფლების აყრისთვის იბრძვის ეს ხალხი?!

ლუქსემბურგის სასამართლოც, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი მართლმსაჯულების ინსტიტუციაა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ამბობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი NGO-ების დაფინანსების შესახებ. ამის შემდეგ, უბრალოდ რიტორიკულად დასვას კითხვა აქციაზე მდგომმა თითოეულმა ადამიანმა – რისთვის იბრძვიან? ის რაც ლუქსემბურგის და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საზოგადოების უფლებაა, ამ უფლების აყრისთვის იბრძვის ეს ხალხი?! – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავს თემასთან დაკავშირებით მსჯელობისას როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე უნგრეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ლუქსემბურგის, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებში ძალიან ნათლად, მკაფიოდ და არაორაზროვნადაა ნათქვამი, რომ ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოება, უფლებამოსილია ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.
„ამიტომაა ზუსტად რომ ამერიკელებს, ბრიტანელებს, გინდაც ფრანგებს, კანადელებს, ყველას უნდა, რა თქმა უნდა, რომ ჰქონდეს მსგავსი კანონპროექტი. საქართველოში კი ბრძოლა მიდის, ხელისუფლებას ეკამათებიან იმის გამო, რომ ის რაც აღიარებულია, ის, რაც საზოგადოების უფლებაა, არ ჰქონდეს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!