„თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს“ – რატი იონათამიშვილი

„ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი -ს განცხადებას ასე ეხმაურება:
„ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ ბრალდებით არის დაკავებული უ.ა. მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად. მაგრამ ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე. საქმის მიხედვით, ამოღებულია ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია (!), არსებობს უამრავი მასალა და მტკიცებულებები, საკონტაქტო მონაცემები ქონდათ განთავსებული სექსუალური მომსახურების ვებ-გვერდზე და ეს ამორალური ხალხი კიდე გამოდის და იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმოს და გაემიჯნოს, მაინც გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ! ამ ხალხს, შესაძლებლობა რომ ქონდეს, იმ ასეულობით დაზარალებულ უარესს დამართებდნენ. ცხადია, ყველა დეტალს გამოძიება და სასამართლო დაადგენს და არაფერი დაიმალება, მაგრამ ნაცმოძრაობა ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც და საერთოდ, რომელ ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან ეს ფსიქოლოგიური ტერორისტები?”

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები