ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მსვლელობა 4 ლოკაციიდან დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ევროპის მოედნისკენ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან გაემართნენ. „მშობელთა მარშის“ მონაწილეებმა მსვლელობა დიდუბიდან „ექსპო-ჯორჯიას“ ტერიტორიიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეების ნაწილი მარჯანიშვილის მოედანზე, ნაწილი კი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. მეოთხე ლოკაცია კი მეტრო „300 არაგველია“.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
ლოკაციებზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
მსვლელობის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.