„ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ დასავლეთით თავშესაფრებისკენ“ – CNN

ს სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ დასავლეთით თავშესაფრებისკენ“ – CNN
ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ ღაზის დასავლეთით მდებარე თავშესაფრებისკენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თქვენ იმყოფებით სახიფათო საბრძოლო ზონაში. „ჰამასი“ ცდილობს, აღადგინოს თავისი შესაძლებლობები ამ მხარეში. სამხედროები იმუშავებენ ექსტრემალური ძალებით ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია გამაფრთხილებელ მიმართვაში.
ბოლო რამდენიმე კვიი.რის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლეს შეტევები ჩრდილოეთ ღაზის მიმართულებით.