„შე­საძ­ლო ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა ტა­ძა­რი და­ი­კე­ტოს ჩვე­ულ დროს“ – ქაშვეთის კარს კეტავენ

ქაშ­ვე­თის ტაძ­რის კარი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.
“რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2024 წლის 10 მა­ისს ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მოხ­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შემ­დგო­მი შე­საძ­ლო ექ­სცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა ტა­ძა­რი და­ი­კე­ტოს ჩვე­ულ დროს. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამ დრომ­დე ტა­ძა­რი ამა თუ იმ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე (ხში­რად დი­ლის სამ, ოთხ სა­ა­თამ­დე) ღია იყო” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.