„ვისოლის” მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა- Marketer.ge კომპანიის მარკეტინგის დირექტორის, სალომე გველესიანს პოსტს ავრცელებს

„ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ.
ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდისა და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე – მოციმციმე შუქურად, მთავარ გულშემატკივრად და ძალის მიმცემ ბრენდად ფორმირდებოდა.
ვწუხვარ, რომ მოვლენები ისე განვითარდა, ამ გზაზე კომპანიასთან გამომშვიდობება გადავწყვიტეთ.
დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ამ გამრუდებულ მიმართულებას გავასწორებთ და ერთად აღვასრულებთ ჩვენი თაობის მთავარ მისიას – გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
კეთილი მგზავრობა საქართველოს ამ გზაზე,“ – წერს სალომე გველესიანი